ტაქსიში, ასევე,  საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა

ტაქსიში და მასთან ერთად, საბაგირო ტრანსპორტსა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალა ავტომობილებში, როდესაც არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით - 80 ხმით (ერთი წინააღმდეგი) დაამტკიცა.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ტაქსის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის 200-ლარიანი ჯარიმაა შემოღებული. მოწევის შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით კერძო ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდება, თუკი სატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო