შალვა პაპუაშვილი - გისურვებთ მომავალი წელი იყოს საინტერესო საპარლამენტო საქმიანობის წელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასასრულს, პარლამენტის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის ყველა წევრს აქტიური მონაწილეობისთვის როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ამ წელს გაწეული შრომისთვის, მადლობა მედიის წარმომადგენლებს საპარლამენტო საქმიანობის აქტიურად გაშუქებისთვის. მინდა ყველას წინასწარ მოგილოცოთ ახალი წელი და შობა და გისურვოთ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და გისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს ჩვენთვის საინტერესო საპარლამენტო საქმიანობის წელი",-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა რეგლამენტის თანახმად, საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო