განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ ტალიაშვილს მხარი ერთხმად დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თამარ ტალიაშილის კანდიდატურა ახლად არჩეულმა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა წარადგინა.

„თამარს წარდგენა არ სჭირდება. მეათე მოწვევის დაწყებისთანავე, უკვე შემოუერთდა ჩვენს კომიტეტს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მოადგილის პოზიციაზე და ვფიქრობ, ამ მოკლე ხანში მან დაამტკიცა, რომ შესწევს დიდი რეფორმების გატარების უნარი. როგორიცაა მისი ხელმძღვანელობით დაწყებული სკოლამდელი განათლების რეფორმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული და პირველად დაიძრა. ვფიქრობ, იგი უდავოდ იმსახურებს ამ პოზიციაზე წარდგენას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, თამარ ტალიაშვილი არის სამართლის დოქტორი, აქვს შესაბამისი გამოცდილება აკადემიურ სფეროში, მას კარგად იცნობენ ფართო აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა დღესვე, კენჭი უყარეს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების" კვოტით წარდგენილ, მაია მენაღარიშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ მაია მენაღარიშვილის კანდიდატურა, რომელიც გახლავთ უაღრესად ღირსეული ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი ჩვენს ფრაქციაში, უმრავლესობაში და არა მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, ნებისმიერ კომიტეტში ქალბატონი მაიას მოღვაწეობა არის დიდი ფუფუნება", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი ამილახვარმა კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, როგორც უმრავლესობიდან, ასე, ოპოზიციიდან მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ დღეს, ერთხმად იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ განათლება არ არის პოლიტიკური საკითხი და უნდა იყოს ეროვნული თანხმობის საკითხი, და თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ, მნიშვნელოვანი რეფორმები და საკითხები გადავჭრათ მომდევნო წლების განმავლობაში", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღესვე, კომიტეტმა მესამე მოსმენით ორ საკანონმდებლო პაკეტს „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მხარი დაუჭირა.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა