ბადრი ჯაფარიძე - რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ და ასე ვამთავრებთ წელს

რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ დღეს და ასე ვამთავრებთ წელს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 2021 წელი შესაძლებლობების ხელიდან გაშვების წელი იყო და ხელისუფლებამ შესაძლებლობები ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გაუშვა ხელიდან.

„ეს წელი გამორჩეული იყო სწორედ კრიზისების ოდენობით, მწვავე ვითარება გვქონდა ყველა მიმართულებით. პოლიტიკური კრიზისით დავიწყეთ წელი და პოლიტიკური კრიზისით ვამთავრებთ. ეკონომიკური კრიზისი, პანდემიური კრიზისი. ჰქონდა შანსი ქვეყანას, რომ გადაედგა წინ ნაბიჯები, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას 19 აპრილს. სამწუხაროდ „ქართული ოცნება“ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან, რომელსაც ყველა ჩვენი დასავლელი მეგობარი უწოდებს საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკას. გვქონდა ადგილობრივი არჩევნები, რომელიც გამორჩეული იყო დარღვევებით, შემდეგ გვქონდა და გვაქვს პოსტსაარჩევნო კრიზისები საკრებულოებში. ასე რომ, რაც კი პრობლემა შეიძლება გააჩნდეს ქვეყანას, ყველა პრობლემის წინაშე ვართ დღეს და ასე ვამთავრებთ წელს.

როდესაც ბერკეტები არის ხელისუფლების ხელში, ბერკეტების არასწორად გამოყენება ან არ გამოყენება ხდება კრიზისის შექმნის ან კრიზისის არ გადაჭრის მიზეზი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კრიზისებზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ყველა იმ კრიზისზე, რომელიც ჩამოვთვალე. 2021 წელი იყო სავსე მწვავე კრიზისებით, პრობლემებით და გადავდივართ 2022 წელში ამ მემკვიდრეობით. სამწუხაროდ, ასევე იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების წელი, რომელიც ხელისუფლებამ სამწუხაროდ, სწორედ მისი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ სწრაფვის გამო გაუშვა ხელიდან”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს