მიხეილ სააკაშვილი - სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრავმებს - რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება

რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება, - ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ მიმართვაში.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მხნედ და ოპტიმისტურადაა.

"ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება. მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრავმებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს