ირაკლი შოთაძემ 2021 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა, 2021 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურმა პროკურორმა განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტად კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური საპროკურორო საქმიანობის განხორციელება.

ამასთან, ირაკლი შოთაძემ პანდემიის დროს წარმოქმნილ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, უწყება ამ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდა.

შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა, პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით, რანგის მინიჭებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. რანგირების სისტემის ფარგლებში, 23 პროკურორს და გამომძიებელს პირველი და მეორე რანგი მიენიჭათ.

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2021 წლის საუკეთესო პროკურორი, საუკეთესო გამომძიებელი და წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის პროკურატურის სამ თანამშრომელს ყველაზე მაღალი ჯილდო - საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება მიენიჭა და შესაბამისი სამკერდე ნიშანი გადაეცა.

ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო