ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

31 დეკემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ადგილზე 230-ზე მეტი თანამშრომელი ასრულებს.

საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე „სადახლო“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“, ასევე, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მომუშავე მებაჟე-ოფიცრებსა და თანამშრომლებს, ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადეს 2021 წელს გაწეული სამუშაოსთვის და გლობალური პანდემიის პირობებში სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად შესრულებისთვის.

„დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ფინანსთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ასევე, ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს და ვუსურვებ წარმატებულ და მშვიდობიან 2022 წელს. განსაკუთრებით, ვულოცავ მებაჟე-ოფიცრებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ხვდებიან საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის სადარაჯოზე“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა