ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ კამპანიებს განაგრძობს

მსოფლიოში პანდემიის არსებობის პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებიდან მოგზაურთა ნაკადების გაზრდის მიზნით­ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე კი საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

ამასთან, ორივე გამოფენაზე საქართველო სპეციალური სტატუსით მონაწილეობდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ბაზარზე.

ტურიზმის ადმინისტრაციამ წელს მონაწილეობა მიიღო ATM Dubai, გასტრონომიული გამოფენა Bocus D’Or, Sirha, IBTM Barcelona, IBTM World, WTM London.

2021 წელს ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა, Culture Trip-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია განახორციელა. Culture Trip-ზე ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სათავგადასავლო, ეკო და აგრო ტურიზმს, ღვინოს და გასტრონომიას. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში (FB, Instagram; Twitter) საქართველოს საიმიჯო ფოტო მასალა განთავსდა, მომზადდა 9 სტატია, სოციალურ ქსელებში ე.წ. ჩვენების (Impressens ) რაოდენობამ 5,590,000 შეადგინა.

ამასთან, განხორციელდა ინტეგრირებული სარეკლამო კამპანია CNN-ის საერთაშორისო პლატფორმაზე; მარკეტინგული კამპანია წამყვან დასაჯავშნ პლატფორმებზე Expedia.com, Wego.com; სარეკლამო კამპანიები National Gegraphic-ის და Conde Nast-ის საერთაშორისო პლატფორმებზე.

მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება საქართველოსთვის მიზნობრივ ქვეყნებში: გერმანია, ბალტიისპირეთი, ისრაელი, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, პოლონეთი, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი.

ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარდა პრეზენტაციები მიზნობრივ ქვეყნებში: უკრაინა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა