სახალხო დამცველი ამნისტიის შესახებ კანონპროექტებს მხარდაჭერას უცხადებს

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი ციხის პოპულაციის განსატვირთად.

„საქართველოს პარლამენტში ამჟამად განიხილება მიხეილ სარჯველაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას საქართველოს პარლამენტს ასევე წარუდგენს პარტია „ლელო“. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივებს და იმედოვნებს, რომ პარლამენტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და დაამტკიცებს ამნისტიის კანონს, რომელიც კოვიდ-პანდემიის პერიოდში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მაქსიმალურად ბევრ პატიმარს მოიცავს და თანხვედრაში იქნება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებსა და დაზარალებულთა მიმართ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებთან.

სახალხო დამცველი კოვიდ-პანდემიის დაწყებისთანავე აქტიურად მოუწოდებდა სახელმწიფოს, გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი ციხის პოპულაციის განსატვირთად. მიუხედავად იმისა, რომ რიგი საშეღავათო მექანიზმების გამოყენების მაჩვენებელი 2020 წელს გაიზარდა (მაგ. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა), 2020 წელს შემცირდა პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის პირობებში პატიმართა უფლებების დამატებითი შეზღუდვის სიმძიმეს და აღნიშნული ამნისტიით მაქსიმალურად დააკომპენსირებს პატიმართა მდგომარეობას“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ" პროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა და რომლებსაც "პატიმრობის კოდექსით" გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება შეეზღუდათ, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე. ამასთან, ამნისტიის აქტი 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდება პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე „სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-255/2 მუხლები), წამებაზე (მუხლი 144/1 ), წამების მუქარაზე (მუხლი 144/2 ), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 144/3 ), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323- ე-331/2 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე-413-ე მუხლები). ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.

პროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ამნისტია ვრცელდება ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს