საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის - EU4Environment ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, ქართველი ექსპერტებისთვის ტრენინგი - გამზომი მოწყობილობები/ხელსაწყოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგი პროგრამის - „ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორმა ნოდარ ქევხიშვილმა ჩაატარა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი ელენე შატაკიშვილი განმარტავს, წრიული ეკონომიკა და ახალი შესაძლებლობები, რესურსეფექტური, სუფთა წარმოება და ეკო–ინოვაცია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, „ევროკავშირი გარემოსათვის“ პროგრამის რეგიონალურ პროექტს წარმოადგენს, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

„ EU4Environment-ის ქმედებები მიმართულია ხუთი პრიორიტეტული შედეგის მიღწევისკენ. ეს არის მწვანე გადაწყვეტილებების მიღება, ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები, სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობები გარემოსდაცვით სფეროში, ეკოსისტემური სერვისები და საარსებო წყაროები, ცოდნის გაზიარება და კოორდინაცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი მნიშვნელოვან კვლევებს ჩაატარებს“, - აცხადებს ელენე შატაკიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ცნობით,EU4Enironment პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ხუთი პარტნიორი: ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი (World Bank).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს