ფინანსთა მინისტრი - 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა, მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით

11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7% შეადგინა და მნიშვნელოვანია, რომ არსებითი გაუმჯობესება ფიქსირდება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ნოემბრისა და 11 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემების შეფასებისას.

მისი თქმით, 2021 წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10,7%-ს შეადგინა.

„მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12%-ით, ხოლო 11 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 10,7%. ნოემბერში ექსპორტის ზრდა 40%-ს აღემატება. ზოგადად, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საგარეო ვაჭრობის მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ტურიზმის სექტორი, ასევე, ფულადი გადმორიცხვები, საგადასახადო შემოსავლები. ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევისა პანდემიის მიმართულებით, გვაქვს ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგები ეკონომიკის აღდგენის კუთხით. მიმდინარე წელს არა მხოლოდ სრულად მოხდა კომპენსირება გასული წლის ეკონომიკური კლების, არამედ 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3,2 პროცენტით არის გაზრდილი. ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არსებითად შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, საბიუჯეტო დეფიციტი და შემცირდა საგარეო ვალის მოცულობა ეკონომიკასთან მიმართებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა