დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს მიღწეული შედეგები შეაჯამა

ტექნოლოგიური ინოვაციები, ადამიანური რესურსების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განახლება და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფა, - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2021 წელს მიღწეული შედეგები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა შეაჯამა.

ანგარიშის პრეზენტაციისას მინისტრის მოადგილე სააგენტოს საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებას შეეხო.

„2021 წელს, საქართველოში პრობაციონერებისთვის ინოვაციური მოწყობილობა - Probbox-ი შეიქმნა. ამასთან, ევროპაში პირველი, ნოვატორული ტექნოლოგიური მოწყობილობა პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისების მიწოდებას, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად, თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს.

ამავე წლის განმავლობაში, გაიხსნა იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი ქუთაისში, მისი მუნიციპალური ოფისები ზესტაფონსა და თერჯოლაში. გარდაბნის პრობაციის ოფისი გარდაბნის იუსტიციის სახლში, ხოლო სიღნაღის, კასპისა და ჩხოროწყუს პრობაციის ოფისები შესაბამის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა. 2021 წლის ივლისში, ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა.

ამასთან, გაძლიერდა ადამიანური რესურსიც. კერძოდ, პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12%-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26%-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი.

მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, დაინერგა 4 ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა. წელსვე, განრიდების პროგრამებში 577 არასრულწლოვანი და 21 წლამდე სრულწლოვანი ჩაერთო. წარმატებული მედიაციის მაჩვენებელმა კი, 67% შეადგინა.

სააგენტოს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შრომამისჯილი პირების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულობისა და სასჯელის მოხდის შემდგომ, მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხაშურის, ბორჯომის, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერიებთან.

შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის ელექტრონული ზედამხედველობის ცენტრში შეიქმნა მობილური და 24 საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები.

გაღრმავდა თანამშრომლობა აშშ-ს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრობლობის ბიუროსთან (INL), Probbox-ის საერთაშორისო პოპულარიზაციის მიზნით, გააქტიურდა თანამშრომლობა ევროპის პრობაციის კონფედერაციასთან (CEP).

სააგენტოს მიღწევების წარდგენის შემდეგ, ბუბა ლომუაშვილი უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმასაც შეეხო. დოკუმენტი 2022-2026 წლებისთვის სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს განსაზღვრავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშის პრეზენტაციას სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა