შალვა პაპუაშვილი გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი არქიტექტორისა და ხელოვანის, გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი არქიტექტორის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო.

განუზომელია ის დამსახურება, რომელიც მას ჩვენი დედაქალაქის და მისი ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნებაში მიუძღვის.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი გიორგის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა