ბესარიონ სიმონიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი! მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2022 წელი ყოველი თქვენგანისთვის,თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი სამშობლოსთვის!

2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა, ათასობით იძულებით გადაადგილებული ოჯახის ცხოვრება შეიცვალა, გაუჩნდათ საკუთრება და მომავლის რწმენა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი მუშაობისთვის.

ვიცით, რომ კვლავაც არაერთი ოჯახი ელოდება საკუთარ ჭერს, სწორი სახელმწიფო პოლიტიკის პირობებში, მათი პრობლემებიც უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

გილოცავთ კიდევ ერთხელ, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებას გისურვებთ!“, -განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა