საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 590 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 644 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 103 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 936 844-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.55% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.58%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 553 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 896 868-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 860 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 013 შემთხვევა, აჭარა - 218, იმერეთი - 268, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი -118, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 141, კახეთი -97, მცხეთა-მთიანეთი -34, სამცხე-ჯავახეთი - 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 090, საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 043, აჭარაში - 469, იმერეთში - 863. • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 164 პირი, მათ შორის, თბილისში - 551, აჭარაში - 115, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 25, იმერეთში - 25.

832 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 526 - თბილისში, 203- აჭარაში.

20 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 57 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 943 ადამიანი.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!