მიხეილ ჩხენკელი - მჯერა, 2022 წელს განახლებული ენერგიითა და შემართებით ერთობლივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემის წარმომადგენლებსა და სრულიად საქართველოს ახალ წელს ულოცავს.

„ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, მეცნიერებო, ჩვენო მოქალაქეებო! გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას!

გასულ წელს პანდემიამ კვლავაც დიდი გავლენა იქონია ყველა სფეროზე, მათ შორის, განათლების სისტემაზე. თუმცა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ერთობლივი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით ჩვენ მათი დაძლევა შევძელით, რისთვისაც ყველას დიდ მადლობას გიხდით. მჯერა, 2022 წელს განახლებული ენერგიითა და შემართებით ერთობლივად მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ განათლების სისტემის განვითარების გზაზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, -ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა