ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სამედიცინო პერსონალს შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს.

უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა. ზურაბ აზარაშვილმა პანდემიასთან დაუღალავი ბრძოლისთვის სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„ვესტუმრეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი კლინიკებში. მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება, პირადად ვესტუმრები ყველა კლინიკას და ადგილზე ვნახავ, თუ როგორ ემსახურებიან ჩვენს პაციენტებს, რა პირობებში მუშაობენ ექიმები, ექთნები. სადაც არის გაუმჯობესებისა და წინსვლის საჭიროება, ყველა ამ პრობლემას ადგილზევე მოვაგვარებთ. მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს და ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ახალი წელი და დამდეგი შობა“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს