საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 441 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 181 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 260 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 796 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 937 640-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.67%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 291 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 900 159.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 905 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 796 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 490 შემთხვევა, აჭარა - 66, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 32, შიდა ქართლი -43, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი -32, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 550 საიდანაც:

4 507 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 035, აჭარაში - 492, იმერეთში - 863.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 157 პირი, მათ შორის, თბილისში - 551, აჭარაში - 118, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 36, იმერეთში - 25.

814 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 515 - თბილისში, 202- აჭარაში.

18 229 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 59 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 58, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 1 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 887 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა