თამილა ბარკალაიამ და ბესარიონ სიმონიშვილმა სოხუმიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სოხუმიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ არჩილ მიქელაძის ოჯახს შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოხუმიდან დევნილ არჩილ მიქელაძის ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა 2019 წელს გადაეცა.

„2019 წლამდე, არჩილ მიქელაძე მეუღლესა და 4 შვილთან ერთად, საერთო საცხოვრებლის შენობაში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში, მძიმე პირობებში ცხოვრობდა. დევნილი ოჯახების განსახლება კვლავ რჩება სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად. 2013 წლიდან დღემდე, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა და 2022 წლიდან, ეს პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო