„ზოდის” გრანდიოზული გათამაშება დღეს გაიმართება

„ზოდის” გრანდიოზული გათამაშება დღეს გაიმართება. კომპანიის ცნობით, გათამაშება “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, 6 საათიანი კურიერის დაწყებამდე გაიმართება და პირველი იღბლიანი მომხმარებელი გამოვლინდება.

მათი განმარტებით, „ზოდის“ გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება- „გაარემონტე და მოიგე „ზოდში“ 25 სექტემბერს, კომპანიის 14 წლის იუბილეზე დაიწყო.

„ზოდის“ ფილიალის თბილისის, ბათუმის, გორის, რუსთავის, მარნეულის, „აუთლეთ ზოდის“ და „ზოდის“ ქვის საამქროს მომხმარებლებს, ყოველ 500 ლარიან შენაძენზე ერთი ბილეთი გადაეცემა და ავტომატურად ერთვება წამახალისებელ გათამაშებაში.

„ზოდის“ მომხმარებლებს აქვთ ორმაგი შანსი მოიგონ - 2021 წლის მოდელი, ავტომობილი CITROEN C3 AIRCROSS და ორ ოთახიანი ბინა თბილისში – M²-ის მშენებარე კომპლექსში მირცხულავაზე.

გათამაშება ორ ეტაპად „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ე.წ დოლურას პრინციპით გაიმართება.

2022 წლის 2 იანვარს, პირველი იღბლიანი მომხმარებელი – CITROEN C3 AIRCROSS-ის მფლობელი გამოვლინდება.

ყველა გაუთამაშებელი ბილეთი მონაწილეობას მეორე ეტაპზე განაგრძობს. ფინალური გათამაშება 2022 წლის 26 მაისს გაიმართება და გამოავლენს ორ ოთახიანი საცხოვრებელი ბინის მფლობელს თბილისში.

მათთვის, ვინც ვერ შეძლებს გათამაშებას პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი, ინფორმაცია განთავსდება ზოდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 35 80 00“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
"სილქფესტის" ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები ულიმიტო პირობით ბრუნდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი