რომან გოცირიძე - ლარის შემოღებიდან 26 წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი 2021 წელს იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის შემოღებიდან 26 წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო გასულ 2021 წელს და მან 13,9 პროცენტი შეადგინა.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, ფასების ზრდის სიმძიმე განსაკუთრებით შეეხო იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შემოსავლების უდიდეს ნაწილს სურსათში, მედიკამენტებში და სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელში ხარჯავს, ასეთი კი მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტია.

„გასული წელი საქართველოსთვის ბევრ სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად ძალიან ცუდი გამოდგა ფასების ზრდის კუთხითაც. დღეს “საქსტატმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით და მან ყველანაირ ნეგატიურ მოლოდინს გადააჭარბა. მან ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა.

ლარის შემოღებიდან 26 წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია ყველაზე მაღალი სწორედ გასულ 2021 წელს აღინიშნა და მან 13,9 პროცენტი შეადგინა. მანამდე ყველა მეტად ფასები გაიზარდა 1996 წლს-13,8 პროცენტით.

გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო მთელ ევროპაში თურქეთის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ამ ფაქტს უკვე კორონავირუსს ვერ გადააბრალებენ. როცა ყველაზე უარესი ხარ რაღაცაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე უუნარო ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე.

ხელისუფლების მიერ ნაქები ეკონომიკური ზრდა ფასების ზრდამ შეჭამა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე კიდევ უფრო გაიზარდა. ფასების ზრდის სიმძიმე განსაკუთრებით შეეხო იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი შემოსავლების უდიდეს ნაწილს სურსათში, მედიკამენტებში და სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელში ხარჯავენ. ფასები ამ სეგმენტში კიდევ უფრო გაიზარდა", - აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო