პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული პრემიის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოების შესახებ განმარტებას აკეთებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახური ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოების შესახებ განმარტებას აკეთებს.

„2021 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა.

სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით.

კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სხვადასახვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა, კერძოდ, ჯილდო წიგნისთვის "ოფიცრის ატლასი" თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს - თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს ერგოთ. მედიის ინფორმაციით, ნოდარ ხორბალაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მას ივერი მელაშვილისგან განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. პრემიერმა სწორედ ხორბალაძე-გორგოძესთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!