თურქეთში საქართველოს ელჩის განცხადებით, საქართველო ე.წ. 3+3 პლატფორმის ფარგლებში თურქეთში დაგეგმილ შეხვედრას არ დაესწრება

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას 3+3 პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილ მომავალ შეხვედრაში, რომელიც თურქეთში გაიმართება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას daily sabah-ი ავრცელებს.

"საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3 შეხვედრას“, - განუცხადა ჯანჯღავამ Daily Sabah-ს.

გამოცემის თანახმად, გიორგი ჯანჯღავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც „სტრატეგიულ პარტნიორებად“ მიიჩნევს, ხოლო სომხეთს „ისტორიულ და კარგ მეზობლად“.

„მაგრამ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს“, - აღნიშნა ელჩმა.

მანამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი იმედოვნებს, რომ საქართველოც დაესწრება მომავალ შეხვედრას.

როგორც გამოცემა წერს, ანკარა არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას, ექვსი ქვეყნის პლატფორმა, რომელიც თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთისგან შედგება, რეგიონში მუდმივი მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა