კატარის ავიახაზები 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად გლობალურ კამპანიას იწყებს

მრავალი ჯილდოს მფლობელი ავიაკომპანია გთავაზობთ 25%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოს 140-ზე მეტ მიმართულებაზე.

ავიაკომპანია ასევე მყისიერად დააჯილდოვებს მგზავრებს 2500 ბონუს ქულით, რომლებიც შეუერთდებიან ლოიალურ კლუბს, Privilege Club.

კატარის ავიახაზები აღნიშნავს თავის 25 წლის იუბილეს გლობალური კამპანიის წამოწყებით, რომელიც მოიცავს დიდ 25%-მდე ფასდაკლებას ავიაბილეთებზე. შვიდდღიანი კამპანიის პერიოდში ასევე გთავაზობთ ფასდაკლებას ადგილების წინასწარ არჩევაზე, დამატებითი ბარგის შეძენაზე, სასტუმროს დაჯავშნასა და მანქანის დაქირავებაზე. გაყიდვების პერიოდი იწყება 2022 წლის 4 იანვრიდან.

კატარის ავიახაზების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მგზავრები, რომლებიც შეუერთდებიან ავიაკომპანიის ჯილდოს მფლობელ ლოიალობის პროგრამას, Privilege Club-ს, პრომო კოდის FLYQR22-ის გამოყენებით, მყისიერად მიიღებენ დამატებით 2500 ბონუს ქულას. მოგზაურებს შეუძლიათ მიიღონ კატარის ავიახაზების ჯილდოს მფლობელი სერვისები და ისარგენლონ სპეციალური აქციით, რაც გულისხმობს გარანტირებულ მოქნილობას* 25%-მდე ფასდაკლებით შეძენილ ბიზნეს და ეკონომ კლასის ყველა ბილეთზე, მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის ქვეყნებში.

გლობალური ფასდაკლების 25-ე საიუბილეო კამპანია მოქმედებს კატარის ავიახაზების ყველა ავიარეისზე 2022 წლის 31 ოქტომბრამდე. ამ შეთავაზებით სარგებლობისთვის მგზავრებმა უნდა დაჯავშნონ ბილეთები ვებგვერდზე qatarairways.com/25Years-ზე ან ეწვიონ კატარის ავიახაზების ნებისმიერ ადგილობრივ გაყიდვების ოფისს ან მათთვის სასურველ ტურისტულ სააგენტოს.

კატარის ავიახაზები აღნიშნავს დაარსებიდან 25 წლის იუბილეს და თავის მიღწევებს, სთავაზობს რა მგზავრებს მთელს მსოფლიოში დიდ ფასდაკლებას მომდევნო მოგზაურობაზე. ჯილდოს მფლობელი ავიაკომპანია დაარსდა 1997 წელს მისი უდიდებულესობის მამა ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის მიერ, რომელმაც ჩამოაყალიბა ხედვა, რომ კატარის ავიახაზები გადაექცია საუკეთესო მომსახურებისა და უმაღლესი სტანდარტების მქონე წამყვან საერთაშორისო ავიაკომპანიად. მას შემდეგ კატარის ავიახაზებმა მრავალი ჯილდო და აღიარება მოიპოვა და ახლახანს მეექვსედ დასახელდა „წლის საუკეთესო ავიაკომპანიად“ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის Skytrax-ის მიერ.

ლოიალური კლუბმა Privilege Club, FIFA World Cup Qatar 2022TM-ის ოფიციალურმა ლოიალურმა პროგრამამ, ახლახან წამოიწყო ინიციატივა, გამოხატოს პატივისცემა თავისი ერთგული წევრების მიმართ და გადააგრძელებს მათ სტატუსებს. ეს ითვალისწინებს ყველა იმ Silver, Gold და Platinum-ის წევრებს, რომელთა სტატუსი უნდა განახლებულიყო 2021 წლის დეკემრიდან 2022 წლის დეკემბრამდე.

ლოიალური კლუბმა ასევე წამოიწყო მრავალი პარტნიორობა გასული წლის განმავლობაში, რათა წევრებს მიეწოდოს Qmiles-ის გამომუშავების გაზრდილი შესაძლებლობები, მათ შორის JetBlue-თან ორმხრივი ლოიალობის პარტნიორობის ჩაშვება. ლოიალური კლუბის წევრებს შეუძლიათ მიიღონ ბონუს მილები Qmiles კატარის ავიახაზებით და oneworld®-ის პარტნიორ ავიახაზებთან და ავიაკომპანიის სხვა პარტნიორებთან ერთად ფრენისას. Qmiles-ის გამოყენება შესაძლებელია მრავალი სერვისისთვის მათ შორის უფასო ფრენები, ფრენის კლასის განახლება, დამატებითი ბარგი და მრავალი სხვა.

კატარის სახელმწიფოს ეროვნული გადამზიდავი აგრძელებს საჰაერო ქსელის აღდგენას, რომელიც ამჟამად 140-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს. კატარის ავიახაზები მგზავრებს სთავაზობს უწყვეტ კავშირს, რაც მათ გაუადვილებს მოგზაურობის თარიღის ან დანიშნულების ადგილის შეცვლას საჭიროებისამებრ.

ამ თვის დასაწყისში, კატარის ავიახაზებმა მოიპოვა "მსოფლიო საუკეთესო“ ავიაკომპანიის ტიტული და "5 ვარსკვლავიანი გლობალური ავიახაზების" წოდება APEX/IFSA Awards-ზე, გარდა ამისა, მიიღო ორი დამატებითი ჯილდო, მათ შორის APEX Passenger Choice Awards® საუკეთესო საკვებისა და სასმელისთვის და საუკეთესო კომფორტული სავარძლებისთვის. პანდემიის განმავლობაში, ავიაკომპანია აღიარებული იყო ინოვაციებზე მუდმივი აქცენტითა და ინდუსტრიაში ყველაზე უსაფრთხო გამოცდილების შექმნის შეუდარებელი ვალდებულებით.

მრავალი ჯილდოს მფლობელი ავიაკომპანია, კატარის ავიახაზები დასახელდა "წლის საუკეთესო ავიაკომპანიად" საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო რეიტინგის ორგანიზაცია Skytrax-ის მიერ, გარდა ამისა, მიიღო ხუთი დამატებითი ჯილდო, მათ შორის "მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასი", "მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ლაუნჯი“, „მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ავიაკომპანიის სავარძელი“, „მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს კლასის საბორტო კვება“ და „საუკეთესო ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში“. ავიაკომპანია, რომელმაც მეექვსედ მოიპოვა მთავარი პრიზი (2011, 2012, 2015, 2017, 2019 და 2021 წლებში) აგრძელებს ინდუსტრიის სათავეში დგომას. ავიაკომპანიის ჰაბი, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ახლახან იქნა აღიარებული, როგორც "საუკეთესო აეროპორტი მსოფლიოში 2021 წელს", რომელიც დაიკავა ნომერ პირველი ადგილი Skytrax World Airport Awards 2021-ში.

გარდა ამისა, კატარის ავიახაზები გახდა პირველი გლობალური ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელმაც მიაღწია პრესტიჟულ 5-ვარსკვლავიან COVID-19 ავიახაზების უსაფრთხოების რეიტინგს Skytrax-ის მიერ. ეს მოჰყვება ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის (HIA) წარმატებას, როგორც პირველი აეროპორტი ახლო აღმოსავლეთში და აზიაში, რომელსაც მიენიჭა Skytrax 5-ვარსკვლავიანი COVID-19 აეროპორტის უსაფრთხოების რეიტინგი. ეს ჯილდოები უზრუნველყოფენ მგზავრებს მთელს მსოფლიოში, რომ ავიაკომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომები ექვემდებარება საერთშორისოდ აღიარებულ მაქსიმალურ ზომებს.

(R)

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი