იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ" პარტნიორების კრიტიკას შეგვაჩვია - თითქოს არაფერს ნიშნავს, ისეა გაუბრალოებული აშშ-ს სახელმწიფოსა და აშშ-ს ელჩის კრიტიკა

„ქართულმა ოცნებამ" პარტნიორების კრიტიკას შეგვაჩვია - თითქოს არაფერს ნიშნავს, ისეა გაუბრალოებული აშშ-ს სახელმწიფოსა და აშშ-ს ელჩის კრიტიკა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტია არჩევნების შედეგებითა და ოპოზიციის შეცდომებით წახალისებულია და ის წინა ხელისუფლებებისგან არაფრით განსხვავდება, როცა არჩევნების შემდეგ „ძალიან ცუდად იქცევა“.

„არასწორ გზაზე ვდგავართ! ამერიკის შეერთებული შტატები ამ სამყაროში ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი და მოკავშირეა. როცა ეს სახელმწიფო ასე გველაპარაკება, ეს ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ ქართველი ხალხი არ ვართ ისეთი, როგორიცაა საქართველოს მთავრობა. არ გვაქვს არანაირი ინტერესი იმისა, რომ საუკეთესო მეგობართან და პარტნიორთან ურთიერთობა გავიფუჭოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით. განცხადების თანახმად, განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო