ვახტანგ ძაბირაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად ის იყო მომხრე რადიკალიზმის და ბოიკოტის

საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა მიხეილ სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად სააკაშვილი იყო მომხრე რადიკალიზმის, ბოიკოტის და ასე შემდეგ, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ბოლო რადიკალური ქმედებებით ოპოზიციური სპექტრი ძალიან კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, შესაბამისად, კარგი იქნება თუ სტრატეგიულ გათვლაზე ჩამოყალიბდებიან.

,,მე რომ მკითხოთ ბოიკოტი არასდროს არაფრის მომტანია და ეს არამხოლოდ შარშანდელმა, არამედ წარსულმა წლებმაც მშვენივრად დაადასტურა. საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა სააკაშვილისგან ცოტა მოულოდნელი, რადგან თავად სააკაშვილი იყო მომხრე რადიკალიზმის, ბოიკოტის და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იწყება ტაქტიკური სვლების გადაფასება და ძალიან კარგია თუ ამას მართლა განახორციელებენ, სერიოზულად ჩაუღრმავდებიან პრობლემას. შესაძლოა, ოპოზიციაში გაცილებით უკეთესი ვითარება მივიღოთ, რადგან ბოლო რადიკალური ქმედებებით ოპოზიციური სპექტრი ძალიან კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა. თუ გააგრძელებენ ამ არარეზონანსულ ქმედებებს, კიდევ უფრო კომიკურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. კარგი იქნება თუ სტრატეგიულ გათვალზე ჩამოყალიბდებიან და არა ემოციურ, მასობრივ შიმშილობაზე და შემდეგ სრულიად გაუგებარ, გაუთვლელ შეწყვეტაზე ამ შიმშილობის“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ „არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტს“. ადვოკატის თქმით, სააკაშვილი მზად არის თავად წარსდგეს საგამოძიებო კომისიაზე და კომისიის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში