ადვოკატი - შეხვედრების ოთახში ბარიერი ამოგვიშენეს, როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი? ეს სპეციალურად შეიმუშავეს, რომ სააკაშვილთან ნორმალური კომუნიკაცია არ გვქონდეს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა მოინახულა. ადვოკატი მიხეილ სააკაშვილთან კვლავ დახურული კომუნიკაციის შეხვედრას ითხოვს და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მიმართავს.

„კიდევ არაერთხელ მინდა საჯაროდ მოვუწოდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის. ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს რაზე ვსაუბრობთ. ადვოკატს აქვს უფლება ჰქონდეს დახურული კომუნიკაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

ჩვენ შემთხვევაში სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს შეხვედრების ოთახში და მიზეზად კოვიდპანდემია დაასახელეს. ეს ბარიერი არის ბადისგან დამზადებული და როგორ წარმოგიდგენიათ ბადემ შეაკავოს კოვიდი. ეს ბარიერი სპეციალურად შეიმუშავეს, რომ არ გვქონდეს ნორმალური კომუნიკაცია, რაც ცალსახად არის კანონდარღვევა და ამაზე პასუხისმგებლობა ზურაბ მოდებაძეს ეკისრება", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

როგორც ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ექიმები იყოს დაშვებული, როგორც პირადი ექიმი, ასევე კონსილიუმის წევრები, რადგან "ცხადია რომ მასზე კვლავ აღინიშნება არადამინური მოპყრობის და წამების კვალი, რისი მსხვერპლიც გახდა სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან".

საძაგლიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიებას ეფექტიანად აწარმოებდა და ამის გამო "ვნახეთ სამ დღეში გაუქმებული ინსტიტუცია".

"ეს იყო ხელისუფლების გზავნილი, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც აირჩევს კანონისადმი მორჩილებას ივანიშვილის მორჩილების ნაცვალად, დაისჯება ზუსტად ამ ფორმით რა ფორმითაც დაისაჯა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", -განაცხადა საძაგლიშვილმა.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო