ირაკლი ღარიბაშვილი - 44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს ჩვენს სულიერ წინამძღოლს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.

44 წელია საქართველოს თავისუფლებისა და სულიერების აღორძინების გზაზე ბრძენი და შორსმჭვრეტელი წინამძღოლი მიგვიძღვება. უდიდესია მისი პირადი წვლილი იმაში, რომ ჩვენი ხალხი ყველა განსაცდელიდან გაძლიერებული გამოდიოდა და რომ უკეთესი მომავლის რწმენა კვლავაც გვაერთიანებს.

ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე მისი მოღვაწეობა, თანადგომისა და ზნეობის მაგალითები სანიმუშოა ყველასათვის. ამიტომაცაა, რომ მას უდიდეს პატივს სცემენ არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, საერთაშორისო საზოგადოება.

დღეგრძელობას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა, დაბადების დღე პირადად მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი