სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს - დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც პრეზიდენტი მისალოც წერილში წერს, „დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ქართული საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს საჭიროებს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას“.

„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფოს სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“,-ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 89 წელი შეუსრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა