„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ განაცხადა, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას. სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი შემოქმედების დიაპაზონი კი გამორჩეულად ფართოა - როგორც სპექტაკლების და მსოფლიო თეატრების საბალეტო დადგმებისთვის, ასევე ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის შექმნილი ნამუშევრებით. რეტროსპექტული გამოფენა სტუმრებს სწორედ ამ მრავალფეროვანი შემოქმედების ნახვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს. ვართ ამაყები, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის ორგანიზატორები. „საქართველოს ბანკი“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას”, - განაცხადა ეთერ ირემაძემ.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანია, უკეთ გააცნოს საზოგადოებას ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის შემოქმედება და ქართული კულტურული მემკვიდრეობა. პროექტი სოლიკო ვირსალაძის სახელობის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, ქართველი მხატვრის და სცენოგრაფის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები დაათვალიერონ. ასევე, იხილონ კინო-თეატრის, მუზეუმისა და სუხიშვილების არქივის საკუთრებაში არსებული კოსტიუმები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა