იაგო ხვიჩია - იმ რეალობის ფონზე, როცა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ნაცმოძრაობის" ინიციატივას თავად კობახიძე უჭერს მხარს, ეს საკითხი ოპოზიციის მხარდაჭერას თავისთავად მოიპოვებს

იმ რეალობის ფონზე, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნაზე "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას თავად ირაკლი კობახიძე უჭერს მხარს, აღნიშნული საკითხი ოპოზიციის მხარდაჭერას თავისთავად მოიპოვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცადა.

ამასთან, დღეს იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "გირჩი" მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ პირობით დაუჭერს მხარს, თუკი "ნაციონალური მოძრაობისგან" პირობას მიიღებენ, რომ თავადაც დაუჭერენ მხარს "გირჩის" მიერ ინიცირებულ საგამოძიებო კომისიას, თუკი მომავალში პარლამენტის დღის წესრიგში ასეთი საკითხი დადგება. ხვიჩია ხაზს უსვამს, რომ მათ სააკაშვილის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ აინტერესებთ, მაგრამ კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა სურთ.

"ახლა ჩვენ არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ვაპირებთ, მაგრამ ცხოვრება ისეთია, რომ აუცილებლად დაგვჭირდება. ამიტომ გვინდა, რომ ერთ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის შექმნაც ჩვენ გვენდომება, მათაც მხარი დაგვიჭირონ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იაგო ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა