ხატია დეკანოიძე - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე "გირჩთან" მოლაპარაკებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან კი ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს

საგამოძიებო კომისიაზე "გირჩთან" მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ "მოქალაქეების" დეპუტატ ლევან იოსელიანთან და "გირჩის" წარმომადგენელ იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი" წინააღმდეგი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარი დაუჭიროს, ამასთან, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ან კანონპროექტთან დაკავშირებით ისინი "გირჩის" იდეებს განიხილავენ.

„სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა და ვისურვებდი ოპოზიციაში ასეთი კოორდინირებული საუბარი იყოს ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ვისურვებდი, რომ ეს პოლიტიკური პროცესი, რომელმაც მართლაც შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს, იყოს უფრო აქტიური საუბრის თემა. "გირჩის" პოზიციაა, რომ დაუჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიას და ასევე შევთანხმდით, რომ თუ მათაც ექნებათ საინტერესო იდეები საგამოძიებო კომისიაზე ან ზოგადად კანონპროექტზე, ეს უნდა იყოს განხილვის თემა და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა და მხარდაჭერა ოპოზიციას შორის უნდა იყოს კონკრეტული წინადადებების გარშემო.

ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ საუბარს და ვფიქრობ, რომ გადავიარეთ ეს თავდასხმა და მნიშვნელოვანია, სხვანაირ რეჟიმში დავბრუნდეთ. საუბრის შედეგად, კონკრეტული შედეგი ლევანთან არ არის, მაგრამ ვაპირებ მასთან გავაგრძელო კომუნიკაცია, რომელიც იქნება ცივილიზებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული. "გირჩი" წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან . "გირჩთან" მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიას და ლევან იოსელიანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა