ანა ბუჩუკური - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არსებულ პირობებში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

სააკაშვილთან დაკავშირებით კომისიის შექმნა არსებულ პირობებში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, სახელმწიფო ინპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის მიუღებელი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრებოდა სხდომას, სადაც უმრავლესობამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო.

"ჩვენ დღეს გვქონდა ხატია დეკანოიძესთან შეხვედრა, მან კოლეგიალურად გვთხოვა და ბუნებრივია, როგორც კოლეგას შევხვდით. თუმცა, ჩვენი პოზიცია პრინციპში, გუშინვე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ამ კომისიის შექმნა ამ პირობებში, იცით, რომ სახელმწიფო ინპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და მიუღებელი იყო და ვუთხარით ხატია დეკანოიძესაც, რომ როცა "ქართული ოცნება" იღებდა ისეთ მავნებლურ გადაწყვეტილებას ერთადერთი შემორჩენილი სახელმწიფო დამოუკიდებელი უწყების გაუქმების შესახებ ცარიელი დარბაზი იყო ფაქტობრივად ოპოზიციის მხარეს, 11 ოპოზიციონერი ვიყავით ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ შესაძლოა, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა მიიღონ, ანა ბუჩუკურს არ გაკვირვებია. "ქართული ოცნებისთვის" უფრო ხელსაყრელია მოქალაქეებისთვის სისტემური პრობლების ნაცვლად შოუზე გადაიტანოს აქცენტები, ასე რომ, არ გამიკვირდა ირაკლი კობახიძის განცხადება, მანამდე ვხუმრობდი კიდეც, ალბათ გამოვლენ და მხარს დაუჭერენ - თქო,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო