საესტრადო მომღერლისა და ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს.
როგორც დედაქალაქის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, შემთხვევის შედეგად დაზიანებულია ქანდაკების ფრაგმენტი.
მათივე ინფორმაციით, ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებას ეცნობა.
თემურ წიკლაური 2021 წელს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.