რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი მივიდა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსაკითხად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი მივიდა.

მისი განცხადებით, გამოკითხვა ასევე შეეხება სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურას. ამასთან, უკვე გაგზავნილია შესაბამისი წერილები სამხედრო ჰოსპიტალში არსებული კამერების ჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით.

,,ადვოკატებმა მომართეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ეხება მათ შორის გადმოყვანის პროცედურას. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა.

გაგზავნილია შესაბამისი წერილები კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა