ამირან გამყრელიძე - "ბუსტერი" "ომიკრონთან" ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაციაა - შესაძლებელია, ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს

დღეს „ბუსტერი“ და „ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა, კორონავირუსმა კიდევ განიცადოს მუტაცია, რაც რამდენიმე დღის წინ, ვირუსის ახალი ვარიანტის გაჩენამაც დაადასტურა.

„დღეს „ბუსტერი“ და ბუსტერიზაცია“ გახლავთ „ომიკრონთან“ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რეკომენდაცია, რამეთუ ბუსტერიზირებულ, განსაკუთრებით, „ფაიზერით“ ბუსტერიზირებული მოსახლეობა უფრო მყარად დაცულია „ომიკრონთან“ მიმართებით, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. შესაძლებელია, ამ ვირუსმა კიდევ მრავალი მუტაცია განიცადოს. ამის დადასტურება გახლავთ ის, რომ გაჩნდა ახალი მუტაცია, რომელიც ისევ კამერუნის შემთხვევებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახალი შტამის შესახებ, რომელიც საფრანგეთში დადასტურდა, ცნობილია ის, რომ ვინც დაინფიცირდნენ, სწრაფად გამოჯანმრთელდნენ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ჩაიტარონ ვაქცინაცია და სრულად დაიცვან რეკომენდაციები.

„37% გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც ძალიან დაბალია. სასურველია, რომ 95%-ზე ავიდეთ. ხშირად ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ ავალთ 95%-ზე, აპრილამდე 2 ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, „ომიკრონის“ შტამი პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს.

„არ არის გამორიცხული, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასრულების დასაწყისი იყოს. შედარებით დასუსტებულმა ვირუსმა, სადაც მისი აგრესიულობა მცირდება, სწრაფად გამოიწვიოს პოპულაციური იმუნიტეტი და ამით ხელი შუწყოს მასობრივად პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას აცრებთან ერთად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო