ორბელიანების სასახლეში ხელოვან ზეინაბ ბარნოვის გამოფენა “ქართული დეტალი“ მოეწყო

ორბელიანების სასახლეში ხელოვან ზეინაბ ბარნოვის გამოფენა “ქართული დეტალი“ გაიმართა, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და თანამედროვე კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობითვე, გამოფენა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს და ხელოვანს წარმატება უსურვეს.

ამასთან, ზეინაბ ბარნოვის გამოფენაზე ხევსურული ტანსაცმლის, თავსაბურავებისა და ქართული ჩიხტიკოპების ორიგინალებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების დეტალების მოტივებზე შექმნილი და თანამედროვე ფორმებში მოქცეული - ბალიშები, სანათები, ჩანთები და ფოტოები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო