სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი - მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკითხა და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ვასილ კაკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამოკითხა.

მისი თქმით, კოვიდრეგულაციების გამო გამოკითხვის დროს იყო ბარიერი, თუმცა შეფერხება არ ყოფილა.

მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხა გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დეტალური ინფორმაცია მივიღეთ მისგან აღნიშნული საკითხის თაობაზე. ყველა კითხვა დავუსვით, რაც შეეხებოდა გორის ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებს. ვინც იქნება შემხებლობაში და ვისაც რელევანტური ინფორმაცია ექნება საქმესთან დაკავშირებით ყველა პირი იქნება გამოკითხული.

მიმდინარე საქმეზე გამოკითხულია არა მარტო ექიმები, არამედ 150-მდე პირი, როგორც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ასევე სხვა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე იყო ბარიერი, თუმცა ღია კარს მიღმა იყო და შეფერხება არ გვქონია“, - განაცხადა ვასილ კაკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა