„თელმიკო” - ორი ქვითარი დეკემბრის სრულ გადასახადს ასახავს

ელექტროენერგიის გადახდის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით დეკემბერში მომხმარებელმა “თელმიკოს” ორი ქვითარი მიიღო, რაზეც კომპანიაში აცხადებენ, რომ ერთი ქვითარი მოსახლეობამ ჩვეულ დროს მიიღო, ხოლო მეორე ქვითრის გაგზავნა მოხდა, იმის შემდეგ, რაც კომპანია “თელასმა” დეკემბრის ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ აიღო ჩვენება.

“თელმიკოს” განცხადებით, შესაბამისად მეორე ქვითარი დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯს ასახავდა.

მაგალითად, თუ პირველ ქვითარში ასახული იყო ელექტროენერგიის ხარჯი 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ჩვენება 30 დეკემბერს აიღეს, შესაბამისად მეორე ქვითარი ასახავდა 20 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯს.

კამპანიის ცნობით, ჯამში ორივე ქვითარი დეკემბრის სრულ ხარჯს ასახავს. მეორე ქვითრის გადახდის ვადა, სემეკის მეირ დადგენილი ახალი წესების მიხედვით, არის 15 კალენდარული დღე.

ამასთან, დეკემბრის თვეში ორი ქვითრის დაგზავნის აუცილებლობა დადგა, თვის სრულად დახურვის საჭიროებით, ვინაიდან იანვრიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ, ყოველი თვის დასაწყისში მიუვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს