რელიგიის საკითხთა სააგენტო სომხურ სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და სომეხ თანამოქალაქეებს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.

სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულებს, იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას დღეს ერთად აღნიშნავს.

„შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემელის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, სომეხ თანამოქალაქეებს დღესასწაულებს და წარმატებებს უსურვებს მათ,“- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო