ბიძინა კულუმბეგოვი - ყველაზე კარგი იმუნური პასუხი „ბუსტერიან“ ადამიანებს უდასტურდებათ ან მათ, ვინც გადაიტანა ინფექცია და აცრაც ჩაიტარა

ყველაზე კარგი იმუნური პასუხი „ბუსტერიან“ ადამიანებს უდასტურდებათ ან მათ, ვინც გადაიტანა ინფექცია და აცრაც ჩაიტარა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

„რასაკვირველია, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ორჯერ არიან აცრილები ან ბუნებრივად გადატანილი ინფექციის იმედად არიან და აცრას არ იკეთებენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, მათთან სამჯერ გაზრდილია რისკი, რომ „ომიკრონით“ ისევ დაავადნენ ნებისმიერ დროს, ინტერვალს მნიშვნელობა არ აქვს.

რასაკვირველია, გადატანიდან რაც უფრო მეტი დრო გადის, ინფიცირების რისკი იზრდება. შესაძლოა, ინფექცია დამთავრდეს და ორ კვირაშივე ავად გახდეს „ომიკრონის“ შტამით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაითვალისწინონ ეს. განსაკუთრებით მათ, ვინც გადაიტანა, 30 დღის შემდეგ გაიკეთონ აცრა, იმუნური პასუხი იმდენად გაძლიერდება, რომ „ომიკრონისგან“ დაიცავს“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს