გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის არც იმ ინიციატივის მხარდაჭერას აპირებენ, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს

პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის არც იმ ინიციატივის მხარდაჭერას აპირებენ, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. მანამდე პარტია „საქართველოს“ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივას მხარს არ უჭერენ.

როგორც მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩანს, არის მათი ჩამოუყალიბებელი და დაულაგებელი სტრატეგია.

მისივე თქმით, ნეპოტიზმი და კორუფცია ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით რეაგირება საჭიროა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებები და ინიციატივები აბსოლუტურად არათანმიმდევრულია.

„პირველ რიგში, ორი მთავარი საკითხია, რის გამოც მხარდაჭერა ვერ შედგება. პირველია, ჩამოყალიბდნენ თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით - ჰქონდათ ინიციატივა, მოდით, ეს ორგანო საგამოძიებო კომისიით ჩავანაცვლოთ, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან იქნებოდა დაკავშირებული. ახლა პოზიცია შეცვალეს და სხვა კომისიაზე დაიწყეს საუბარი. ამასთან, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რასაც ეს ხალხი აკეთებს, აკეთებს არა მხოლოდ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, არამედ სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე. პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სტრატეგია და რა ხაზი აქვთ", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყოს.

ამასთან, სააკაშვილმა მიმართა გიორგი გახარიას პარტიის წევრებს, შეუერთდებიან თუ არა აღნიშნულ იდეას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს