მირდატ ქამადაძე - სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად გაცნობა ამ ვითარებაში მომიწია - ხედვები და მოსაზრებები გავუზიარეთ

სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად გაცნობა ამ ვითარებაში მომიწია - ხედვები და მოსაზრებები გავუზიარეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც ქამადაძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბათუმში არსებულ პოლიტიკური კრიზისზე ისაუბრეს.

„სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად გაცნობა ამ ვითარებაში მომიწია. დღეს მას პირისპირ პირველად შევხვდი. ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ბათუმის პოლიტიკური კრიზისი, ჩვენ ეს საკითხი გვაინტერესებდა. ჩვენი ხედვები და მოსაზრებები გავუზიარეთ. შესაბამისად, მოვისმინეთ მისი პოზიციები, კონკრეტულ გეგმაზე. როგორც აქამდე, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, რომელსაც ჰქვია თავისუფლებისთვის ბრძოლა, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა და ბრძოლა ცვლილებებისთვის, რასაც ბათუმმა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაუჭირა მხარი“,- აღნიშნავს ქამადაძე და დასძენს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიან სასამართლოს ითხოვს, „რომლითაც ნებისმიერი ადამიანი ისარგებლებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო