რატი იონათამიშვილი - სააკაშვილი თავს აღმაშენებელს ადარებს, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა - „შავი სიების“ წერა კომიკურია, არ გამოვრიცხავ, სიაში თანაგუნდელებიც შეიყვანოს

მიხეილ სააკაშვილი თავს დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე, მაგრამ სინამდვილეში ბერიასავით იქცევა - „შავი სიების“ წერა კომიკურია, არ გამოვრიცხავ, სიაში საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ე.წ შავი სიების შექმნასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის „შავი სიების“ შექმნის ინიციატივა მის ძალადობრივ ბუნებას მიანიშნებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, იონათამიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიის შექმნაში პრობლემას ვერ ხედავს, ისევე როგორც ვერ ხედავს პრობლემას მის არშექმნაში.

მისი თქმით, კომისიის შექმნის იდეას ჯერჯერობით ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს.

„გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებს პარლამენტის დატოვებისაკენ მოუწოდებდა, ახლა კი ფაქტობრივად ნებისმიერ საკითხზე საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოუწოდებს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის არათანმიმდევრულობასა და უპასუხისმგებლობაზე. ჩვენ პრობლემას არშექმნაში და არც შექმნაში ვერ ვხედავთ, ერთი რაც ცხადია ის არის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ჯერჯერობით თვითონ ოპოზიციის მხრიდან არ აქვსმხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები მაღალი სტანდარტით არის დაცული, ამ მხრივ კითხვები არ არსებობს. „ნაცმოძრაობა“ ხელოვნურად ცდილობს საკითხების დაძაბვას, მაგრამ არ გამოსდის, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქნება თუ არა ეს ფაქტი დარჩება უცვლელი“, - განაცხადა დეპუტატმა.

იონათამიშვილი ასევე ყოფილი პრეზიდენტის ელექტოენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ კორუფციაზე საუბრის უფლება არ აქვს.

„მე ვურჩევდი სააკაშვილს კორუფციაზე საუბარი საკუთარი კორუფციული სქემებიდან დაიწყოს. ვის ვის და მიხეილ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ აქვს ამ თემებზე ისაუბროს, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად კორუმპირებული მთავრობა იყო“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა