რელიგიის საკითხთა სააგენტოს წარმომადგენლებმა სურბ გევორქის ტაძარში შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცეს

სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას, გაცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

თბილისის სურბ გევორქის ტაძარში შეკრებილ მრევლს უდიდესი დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა მიულოცეს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ღირსმა მამა არქიმანდრიტმა კირაკოს დავითიანმა აღავლინა საშობაო სადღესასწაულო წირვა. წელსაც, ტრადიციისამებრ, სადღესასწაულო მსახურება შედგა, გაიმართა წყალკურთხევა და შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.

მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები. სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავითიანს, სასულიერო დასსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა