ალექსანდრე რაქვიაშვილი - სიტუაცია ისეთი არ არის, რომ რომელიღაც პარტიის ლიდერმა რაღაც მოითხოვოს, დანარჩენი ოპოზიცია დალაგდეს და მისი ნება შეასრულოს - თუ თანამშრომლობის ფარგლებში იქნება, რატომაც არა, შექმნან საგამოძიებო კომისია

სიტუაცია ისეთი არ არის, რომ რომელიღაც პარტიის ლიდერმა რაღაც მოითხოვოს, დანარჩენი ოპოზიცია დალაგდეს და მისი ნება შეასრულოს - თუ ყველაფერი თანამშრომლობის ფარგლებში იქნება, რატომაც არა - შექმნან საგამოძიებო კომისია! - ასე ეხმაურება “გირჩის“ დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.

რაქვიაშვილის თქმით, ზოგადად, საგამოძიებო კომისია ნორმალური საპარლამენტო ინსტრუმენტია და ამ საქმეში ის ოპოზიციის აქტივობის მხარდამჭერია.

“ამ შემთხვევაში არც წამების საკითხი მაინტერესებს, რადგან არ მგონია, რომ აქ რაიმე განსაკუთრებული აღმოჩნდება და არც ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები ბევრად უფრო სერიოზულია, თუმცა თუკი ჩემი კოლეგები მიიჩნევენ, რომ თემა სერიოზულია და საგამოძიებო კომისიები უნდა შეიქმნას, რატომაც არა. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან აღნიშნული საკითხის მოთხოვნის ფორმით დაყენება, არასწორია. ნებისმიერ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას თანამშრომლობა და ნორმალური კოლეგიალური და ადამიანური ურთიერთობები სჭირდება“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა