შალვა პაპუაშვილმა იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრის პაციენტი ბავშვები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, პატარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს ვიმყოფებოდით იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც აქ გადიან მკურნალობას. ყველას ვულოცავ დამდეგ შობას და ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ წელიწადს.

მიხარია, რომ ასეთ თბილ გარემოში გადიან ბავშვები მკურნალობას და რომ საშობაო და საახალწლო განწყობა აქაც სუფევს. ყველა ბავშვს ვულოცავ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას მათ ოჯახებთან ერთად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კლინიკაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.

„მოვინახულეთ ჩვენი პატარა მეგობრები, რომლებსაც, ვფიქრობ, ყველაზე მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ და სწორედ ეს იყო ჩვენი სტუმრობის მიზანი. მივულოცეთ ახალი წელი და დამდეგი შობა, ვუსურვეთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა, სიყვარული და სითბო. ჩვენი სტუმრობა ადასტურებს, რომ მათ მხარდაჭერა აქვთ როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისგან. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური პროგრამის დაფინანსების გაზრდაზე, იმ საჭიროებების გაუმჯობესებაზე, რაც მათთვის პირველი რიგის პრობლემაა. ჩვენი ვალდებულებაა, მათ გვერდში დავდგეთ ყველა მხრივ, რათა მათი ჯანმრთელობა იყოს შენარჩუნებული და ისინი იყვნენ ჯანმრთელი მომავალი თაობის სრულფასოვანი შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

იაშვილის კლინიკაში ამჟამად მკურნალობას სხვადასხვა ასაკის 30 ბავშვი გადის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა