კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილს გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები, მიუხედავად ამისა, არაჩვეულებრივ ფორმაშია, პრაქტიკულად 24 საათი მუშაობს

მიხეილ სააკაშვილს აშკარად, გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები. მიუხედავად ამისა, ის იმყოფება გონივრულად და არაჩვეულებრივ ფორმაშია, ანუ ანალიზის უნარი აქვს კარგი, ის პრაქტიკულად 24 საათი მუშაობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს, რომელსაც მალე საზოგადოებას წარუდგენს.

მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა ამბობს, დროც არ მაქვსო იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს, ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას.

მან თქვა, რომ თუ არ იქნებიან ექიმები დაშვებული მასთან, იძულებული გახდება, რომ ისევ დაიწყოს, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა.

მიხეილ სააკაშვილს დაიხსნის პირველ რიგში ქართველი ხალხი. საგამოძიებო კომისია ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება მუდმივი, პერმანენტული აქციები მთელს ქვეყანაში. ჩვენ გავშლით საპროტესტო მოძრაობას სრულიად საქართველოში და გარწმუნებთ ძალიან მალე”, - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა