ნიკოლოზ ვაშაკიძე - ვერც ნაზარბაევის მოდელმა ივარგა, მაგრამ რუსეთს გაუჭირდება ისეთი ქვეყნის გაკონტროლება, როგორიც ყაზახეთია

ყაზახეთის ამბებმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა ის სისტემური პოლიტიკური პრობლემა, რომელიც პრაქტიკულად მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებობს. ფაქტია, რომ ვერცერთმა პოსტსაბჭოურმა სახელმწიფომ, ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გარდა, ვერ შეძლო რეალურ დემოკრატიაზე დაფუძნებული მყარი პოლიტიკური სისტემის შექმნა. ე.წ. დემოკრატია ამ ქვეყნებში დაფუძნებულია თვალთმაქცობაზე და ძირითადად ფასადურ ხასიათს ატარებს, რაც დრო და დრო რევოლუციური ტიპის პოლიტიკურ კრიზისებს იწვევს , - ამის შესახებ პარტია “ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, რუსეთს გაუჭირდება ისეთი ქვეყნის გაკონტროლება, როგორიც ყაზახეთია.

"ბევრს ეგონა, რომ, ამ თვალსაზრისით, ყაზახეთმა შექმნა მეტნაკლებად დაბალანსებული და ეფექტიანი სისტემა, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ არც ნაზარბაევის მოდელი გამოდგა მყარი. ნაზარბაევის მოდელი გულისხმობდა ძალაუფლების რბილ ტრანზიციას, რომლის პირობებში უნდა მომხდარიყო ხანშიშესული ლიდერისთვის და მისი კლანისთვის ხელშეუხებლობისა და უმაღლესი ძალაუფლების შენარჩუნება და ამავე დროს ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფა. საამისოდ ნაზარბაევმა ყაზახეთის ახალ პრეზიდენტად შესაბამისი "ვეგეტარიანული" ფსიქოტიპის პიროვნება შეარჩია ტოკაევის სახით, ანუ ადამიანი, რომელსაც არ აქვს ძლიერი პოლიტიკური ეგო და რომელზეც ის გავლენას იოლად შეძლებდა. ყველა ფენომენს თავისი მეორე მხარე აქვს და ბედის ირონიით, კრიტიკულ მომენტში პრეზიდენტის სუსტი ეგოთი არა ნაზარბაევმა, არამედ გარეშე ძალამ, რუსეთმა, ისარგებლა. კარგად გამოჩნდა, რომ თავდაპირველად ტოკაევი ასრულებდა ნაზარბაევის მითითებებს, რომლებიც მთავრობის გადაყენებით და ახალი არჩევნების დანიშვნით პოლიტიკური ვითარების განმუხტვას და გადატვირთვას გულისხმობდა. რუსეთის აქტიური ჩარევისა და სცენაზე პატრუშევის გამოჩენის შემდეგ ტოკაევი მოსკოვის გავლენის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც ნაზარბაევს მოუწია უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება, ხოლო თავად ტოკაევმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უცხოურ სამხედრო ძალას მოუხმო.

ცხადია, რუსეთი ახლა შეეცდება ყაზახეთის უმაღლესი ხელისუფლების მარიონეტიზაციის გაღრმავებას, მაგრამ, ვფიქრობ ამ გზით ისეთი ქვეყნის გაკონტროლება, როგორიც ყაზახეთია, ძალიან გაუჭირდება, ხოლო ტოკაევს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ძვირად დაუჯდება. არა მგონია, ყაზახმა ხალხმა მას ეს აპატიოს", - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო