ივანე ჩხაიძე - კოვიდ 19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ 5-დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს, იმედია, ამ პრეპარატს წელს მივიღებთ

„პაქსლოვიდი“ 5-დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89 % -ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს - იმედი გვაქვს, რომ წელს პრეპარატის მიღების შესაძლებლობა გვექნება“,- ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, ცნობილი არ არის ზუსტი ვადა თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი საქართველოში. ამასთან, დასძენს, რომ კორონავირუსის მკურნალობასთან შედარებით მისი პრევენცია მაინც უპირატესია.

„სამწუხაროდ, ცნობილი არ არის ზუსტი ვადა თუ როდის შემოვა კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის 2 ანტივირუსული პრეპარატია რეგისტრირებული, ძირითადი აქცენტი კეთდება იმ პრეპარატზე, რომელიც უფრო მაღალი ეფექტურობის აღმოჩნდა.

„პაქსლოვიდი“ კორონავირუსის წინააღმდეგ თითქმის 90%-იან ეფექტურობას აჩვენებს, განსხვავებით იმ პრეპარატისგან, რომელიც პირველად იყო მიღებული. ანტივირუსული პრეპარატების რაოდენობა აუცილებლად უფრო მეტი იქნება. ძალიან ბევრი პრეპარატია შეფასების და შემუშავების სხვადასხვა სტადიაში.

„პაქსლოვიდია“ ის პრეპარატი, რომელსაც ყველაზე მეტი ეფექტურობა გააჩნია, ის აღიარებულია, როგორც ამერიკის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლის მიერ. ყველაზე დიდ იმედებს „პაქსლოვიდზე“ ვამყარებთ, რომელიც „ფაიზერის“ მიერ არის წარმოებული.

სავარაუდოდ, „პაქსლოვიდი“ საქართველოში შემოვა. ვადის დასახელება რთულია, ვინაიდან მთელი მსოფლიოა ამ პრეპარატის მოლოდინში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინასწარი განაცხადი და შეკვეთა უკვე გააკეთა.

„პაქსლოვიდი“ 5 დღიანი მკურნალობის კურსის შემდეგ 89 % - ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკს. ძალიან ეფექტური პრეპარატია. იმედი გვაქვს, რომ წელს გვექნება ჩვენ პრეპარატის მიღების შესაძლებლობა.

თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც უმჯობესია ვაქცინაზე აქცენტის გაკეთება. კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, მისი მიმდინარეობა მსუბუქიც რომ იყოს არის რისკი, რომ სერიოზული გართულებები დატოვოს. ხანგრძლივ კოვიდს ვგულისხმობთ, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება. მკურნალობასთან შედარებით პრევენცია უპირატესია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყანაში ტაბლეტიზირებული დასალევიც იყოს“, - განმარტავს ჩხაიძე.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა